Employees Management System

EMS არის პერსონალის მართვის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ყველა სახის სამუშაო ადგილის მარტივი და სწრაფი ადმინისტრირებისთვის.
Employees_Management_System

სტატიის შინაარსი ავტორის ექსკლუზიური შემოქმედებაა. სტატიის ტექსტის და მასალების გამოყენებისას აუცილებელია ავტორის მითითება!

თანამშრომელთა მართვის სისტემა (შემდგომში - EMS), არის პერსონალის მართვის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ყველა სახის სამუშაო ადგილის მარტივი და სწრაფი ადმინისტრირებისთვის. სისტემა მოიცავს, ერთის მხრივ, თანამშრომლის რეგისტრაციის და შემდგომი მართვის ელემენტებს, ხოლო მეორეს მხრივ, არსებული თანამშრომლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

EMS-ის შესაძლებლობები, ისევე როგორც მისი მიზნები, არ არის შეზღუდული მხოლოდ თანამშრომლების მართვით. სისტემის მიზანია, ნებისმიერი თანამშრომლის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ პერსონალური კომპიუტერიდან ან სხვა მოწყობილობიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ასეთი მოთხოვნების რეალიზაცია შესაძლებელი გახდა სპეციალური ბოტის გამოყენებით. ბოტი შექმნილია Telegram Bot-ის საფუძველზე და შეუძლია თანამშრომელთა მართვის სისტემის მონაცემთა ბაზაზე პირდაპირი წვდომის დამყარება.

თანამშრომელს, რომელიც საგრებლობს EMS პროგრამული პაკეტით, აქვს შესაძლებლობა, ისეთი ინფორმაციის მიღებისა, როგორიცაა:

  • თანამშრომლის საშუალო თვიური და წლიური ხელფასი
  • თანამშრომლის QR ბარათის სტატუსი და რაოდენობა
  • თანამშრომლიბის საშუალო დღიური დატვირთვა

15 დამატებითი მოდულის საშუალებით შესაძლებელი ხდება თითოეული თანამშრომლის განკარგვა და ინფორმაციის დამუშავება.

ისევე როგორც მსგავსი ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფაში, EMS შესაძლებელს ხდის, აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ თანამშრომელს გაეგზავნოს ელექტრონული შეტყობინება, SMTP სერვერის დახმარებით.

ბოლო დროის გამოწვევებმა ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანის კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნა პირდაპირ არის დამოკიდებული მისთვის შექმნილ პირობებზე. ამის გათვალისწინებით შეიქმნა თანამშრომლის პირადი მონაცემების წაკითხვის მოდული. ის იყენებს QR კოდის წამკითხველს და შესაძლებელს ხდის, რომ თანამშრომელმა დაამტკიცოს მისი პირადი ინფორმაცია ამისათვის სპეციალურად შექმნილი QR ბარათის საშუალებით, რომელზეც დატანილია თანამშრომლის ფოტოსურათი, სრული სახელი, ბარათის უნიკალური იდენტიფიკატორი და QR კოდი.

წარმოდგენილ პროგრამულ პროდუქტს აქვს ყველა საჭირო დაცვის მექანიზმი, რომელიც იცავს პერსონალის პირად ინფორმაციას არასანქცირებული წვდომისგან და, რაც უფრო ხშირია, ინფორმაციის არასწორი(ან მიზანმიმართული), წაშლისგან ან რედაქტირებისგან. სისტემა ინახავს ყველა სახის რედაქტირების თარიღს და დროს. თანამშრომლის ცხრილი კი, არ იძლევა ჩანაწერის წაშლის შესაძლებლობას.

თანამშრომლის ინფორმაციის რედაქტირების შემთხვევაში, შეცდომების შესამცირებლად, შეუძლებელია თანამშრომლის ისეთი ინფორმაციის რედაქტირება, რომლის შეცვლის ალბათობა არ არსებობს ან დაყვანილია მინიმუმზე.

სისტემის აღწერა და ობიექტების ჩამონათვალი

თანამშრომელთა მართვის სიტემშა აგებულია Microsoft SQL Server და Windows Forms-ის საფუძველზე. სისტემაში არსებული ყველა მონაცემი ინახება SQL სერვერზე. მასზე არსებული ინფორმაციის რედაქტირების შემთხვევაში, სისტემაზე არასანქცირებული ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, ბოლო რედაქტირების დრო იწერება შესაბამის ცხრილში. ეს ფუნქცია დაწერილია ტრიგერების საშუალებით.

პროგრამის საიმედოობის გასაზღდელად, ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია პირადი QR ბარათის საშუალებით. ავტორიზაციის გასავლელად, თანამშრომელმა უნდა მიიტანოს QR ბარათი სპეციალურ წამკითხველთან. ამის შემდეგ, სისტემასთან მომუშავე თანამშრომელს, ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ ფორმაზე, გამოუჩნდება თანამშრომლის პირადი ინფორმაცია.

ობიექტები და მათი სპეციფიკაცია

სისტემაში წარმოდგენილია 11 ცხრილი, 17 შენახული პროცედურა, 21 წარმოდგენა, 9 ტრიგერი, 21 ფორმა, 4 კლასი, 10 არასტანდარტული ვიზუალური ელემენტი და 4 ჩანართი.

სისტემასთან მუშაობა და მონაცემთა განსაზღვრა

EMS-ში შესასვლელად საჭიროა მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა, ავტორიზაციის ფანჯრის შესაბამის ველში. მას შემდეგ, რაც მომხმარებლის სახელი და პაროლი დაემთხვევა ბაზაში არსებულ შესაბამის მონაცემებს, იხსნება მთავარი ფორმა. მის ელემენტებზე წვდომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი დაშვების დონის მქონე მომხმარებლისთვის. მაგალითად, თუ თანამშრომელს აქვს დაშვების დონე - 5, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია 1 - 5 ჩათვლით დაშვების დონის მქონე ფორმების გახსნა. თუ მისი დაშვების დონეა 3, მაშინ ის შეძლებს მხოლოდ 1 – 3 ჩათვლით დაშვების დონის მქონე ფორმების გახსნას, და ა.შ.

Employees_Management_System

სისტემაში წარმოდგენილია სულ 6 დაშვების დონე: 0 – 5 ჩათვლით.

  • 0 - არის დროებით გაუქმებული ან შეჩერებული დაშვების დონე
  • 1 – 5 სამუშაო დაშვების დონეებია. გამოიყენება სხვადასხვა მომხმარებლებისთვის ინფორმაციაზე წვდომის უფლებების გადასაცემად. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ეძლევა შესაბამისი დაშვების დონე, მისი სამუშაოს სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე

მთავარ ფორმასთან მუშაობა

სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ იხსნება მთავარი ფორმა. ფორმის ზედა მარცხენა ნაწილში გვხვდება თანამშრომლის სრული სახელი და ფოტოსურათი.

ყოველი ჩანართი შედგება ფილებისაგან. თითოეულ ფილაზე დატანილია ვიზუალური ფოტოსურათი, ტექსტი და ღილაკი.

Employees_Management_System Employees_Management_System Employees_Management_System Employees_Management_System

სისტემაში მონაცემების შეყვანა

სისტემაში რაიმე მონაცემების შესაყვანად საჭიროა შესაბამისი ფორმის გახსნა. რეგისტრაციის ფორმები, ისევე, როგორც რედაქტირების და მონაცემთა ფილტრაციის ფორმები, აგებულია ფორმისა და ქვეფორმისგან.

Employees_Management_System

წარმოდგენილი ფორმა დაყოფილია 2 სამუშაო არედ. პირველადი ინფორმაციის არეში ხორციელდება თანამშრომლის მონაცემების შეყვანა. არეში წარმოდგენილი თითქმის ყველა ველი აუცილებელია, რაზეც მიგვანიშნებს „ * “ ნიშანი.

მარჯვენა ქვედა ნაწილში მდებარეობს დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრის არე, რომელშიც ხდება თანამშრომლის დამატებითი მონაცემების განსაზღვრა. ასევე, აქ არსებული ღილაკების საშუალებით შესაძლებელია სისტემასთან მომუშავე თანამშრომლისთვის, იმ ჩანაწერების ჩვენება, რომლებიც უკვე შეყვანილია სისტემაში.

ამასთანავე, შესაძლებელია, უკვე შეტანილი ინფორმაციის გაუქმება, შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი უკვე არის დარეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში, მისი განმეორებით დარეგისტრირება შეუძლებელია.

თანამშრომლის პირადი ანგარიშის შექმნა და მონაცემთა განსაზღვრა

სტატიაში წარმოდგენილი თანამშრომლების პირადი ინფორმაცია წარმოადგენს სატესტო შემთხვევით მონაცემებს. ნებისმიერი შესაძლო დამთხვევა, შემთვევითია!

ახალი თანამშრომლის დამატების შემდეგ აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი ანგარიში, რათა მან შეძლოს სისტემაში შესვლა. თანამდებობიდან გამომდინარე, თანამშრომელს ენიჭება დაშვების შესაბამისი დონე.

Employees_Management_System

სურვილის შემთხვევაში შეიძლება აქტიური მომხმარებლისთვის პაროლის შეცვლა, ან ამავე ფანჯრიდან დაშვების დონის და სხვა მონაცემების რედაქტირება.

თანამშრომლის პირადი ანგარიშის შექმნის შემდეგ, საჭიროა მოხდეს მისი პირადი QR ბარათის გენერაცია, რომელიც გამოიყენება თანამშრომლის პიროვნების დასადასტურებლად სისტემაში.

Employees_Management_System

QR ბარათი წარმოადგენს თანამშრომლის პირად საშვს, რომელზეც დატანილია:

  • თანამშრომლის ფოტოსურათი;
  • სრული სახელი;
  • QR ბარათის უნიკალური იდენტიფიკატორი;
  • QR კოდი, რომელშიც დაშიფრულია თანამშრომლის ინფორმაცია;

QR კოდის საშუალებით, სისტემის შესაბამის ჩანართში, თანამშრომელს აქვს, პიროვნების დადასტურების შესაძლებლობა, და ამასთანავე, მის შესახებ აქტუალური ინფორმაციის მიღებასთან ერთად, პირადი ანგარიშის სტატუსის გაგების შესაძლებლობა.

Employees_Management_System

თუ თანამშრომელის ინფორმაცია არ იძებნება მონაცემთა ბაზაში, ან მის მიერ წარმოდგენილი საშვი არ არის ნამდვილი, სისტემა გააფრთხილებს ოპერატორს ამის შესახებ.

მონაცემების რედაქტირება და ფილტრაცია

EMS აგებულია ისე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბაზაში არსებული მონაცემების შეცვლის ან/და ხარვეზის აღმოჩენისას, პასუხისმგებელ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ეს ინფორმაცია.

Employees_Management_System

შესაბამისი თანამშრომლის ინფორმაციის რედაქტირების არჩევის შემდეგ, იხსნება რედაქტირების ფორმა, რომელშიც გამოტანილია ინფორმაცია არჩეული თანამშრომლის შესახებ. თანამშრომლის და ორგანიზაციის უსაფრთხოების დონის გასაზრდელად, შეუძლებელია თანამშრომლის ფოტოსურათის რედაქტირება. ეს გამოწვეულია, თანამშრომლის პირადი ინფორმაციის დაცულობის და მის პირად მონაცემებში უხეში ან/და არასანქცირებული ჩარევის თავიდან აცილებით.

დანარჩენი ინფორმაცია ექვემდებარება რედაქტირებას. რედაქტირების გასააქტიურებლად, საჭიროა „რედაქტირება“ ღილაკის დაჭერა.

მონაცემების გაფილტვრა შესაძლებელია რამდენიმე მონაცემის საფუძველზე. თუ საჭიროა უნიკალური ჩანაწერის მოძებნა, შეიძლება, ჯერ ჩანაწერების გაფილტვრა რაიმე საერთო თვისებით, რის შემდეგაც, შემცირებულ სიაში იძებნება საჭირო ჩანაწერი.

Employees_Management_System

თანამშრომლების ფილტრაცია შესაძლებელია 17 მონაცემის გამოყენებით. პირადი ნომრის, სახელის და დეპარტამენტის გარდა, სისტემა გვაძლევს საშუალებას, მონაცემთა ფილტრაცია მოვახდინოთ შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

  • • თანამშრომლის დაბადების დღე
  • • თანამშრომლის QR ბარათი
  • • შავი სია
  • • მაქსიმალური ხელფასი

დასკვნა

სისტემა პასუხობს ყველა დასმულ ამოცანას, რომელიც გაჩნდა დაპროექტების ეტაპზე. გათვალისწინებულია როგორც მომხმარებლის კომფორტული მუშაობისთვის საჭირო ყველა ასპექტი, ასევე პროგრამული მხარის რეალიზაცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს, მონაცემთა ბაზის სრული რედაქტირების გარეშე, მოხდეს ახალი ბლოკის ჩამატება.

სისტემის პროგრამული მხარე დაპროექტებულია ისე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი მარტივად შეძლებენ სისტემის მუშაობის გაკონტროლებას, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მის სწრაფ და მარტივ აღმოფხვრას და სისტემის მონაცემთა ბაზაში შესვლის გარეშე ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას.

ამრიგად, გათვალისწინებულია არა მხოლოდ სწრაფი და კომფორტული მუშაობის ნაწილი, არამედ სისტემის „უმტკივნეულო“ დანერგვის და მომსახურების ნაწილიც. სისტემის შესაძლებლობები დამოკიდებულია, მხოლოდ შესაბამისი დაშვების დონის მქონე პირის მოთხოვნებზე.

სისტემა მოქნილი, სწრაფი და თანამშრომლებზე მორგებულია. პასუხობს ყველა სტანდარტს, რომელიც აღებულ იქნა მსგავსი პროგრამული პროდუქტებიდან. ასევე, გათვალისწინებულია სისტემის მუშაობა Windows-ის სხვადასხვა ვერსიაზე.

About the Author

I have experience in developing and creating control and automation systems, security systems, internal corporate systems, creating and managing databases, designing IoT and creating programs for managing and monitoring processes.

Post a Comment

Cookie Consent
We serve cookies on this site to analyze traffic, remember your preferences, and optimize your experience.
Oops!
It seems there is something wrong with your internet connection. Please connect to the internet and start browsing again.
AdBlock Detected!
We have detected that you are using adblocking plugin in your browser.
The revenue we earn by the advertisements is used to manage this website, we request you to whitelist our website in your adblocking plugin.
Site is Blocked
Sorry! This site is not available in your country.