უკაბელო ქსელის არქიტექტურის დაგეგმვა

უკაბელო ქსელების ტექნოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწრაფად განვითარებად სფეროს, რომელიც გამოიყენება მრავალ დაწესებულებაში.
Wireless_Network_Architecture_Design

უკაბელო ქსელების ტექნოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწრაფად განვითარებად სფეროს, რომელიც გამოიყენება მრავალ დაწესებულებაში და კრიტიკული დანიშნულების ობიექტებზე. უკაბელო ქსელების უპირატესობებს წარმოადგენს დაფარვის დიდი ტერიტორია, ქსელური ინფრასტრუქტურის განლაგების და მართვის შედარებით დაბალი ღირებულება, მობილობა და სხვადასხვა სახის შეფერხებების მიმართ მაღალი მედეგობა (სწორი აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის და კომპლექსური მოდგონმის არჩევის შემთხვევაში). თანამედროვე უკაბელო ქსელების არქიტექტურაში გამოიყენება სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ტექნოლოგიის დაცულობას.

უკაბელო ქსელის რეალიზაციის მთავარ ასპექტს წარმოადგენს მისი სწორი ქსელური არქიტექტურის არჩევა და დაგეგმვა. არსებობს უკაბელო ქსელის დაგეგმვის რამდენიმე გზა, რომლის არჩევაც დამოკიდებულია ბევრ პარამეტრზე, მათ შორის, ქსელის ტოპოლოგიაზე, ინფორმაციის დაცვის სტანდარტზე და დანიშნულებაზე. უკაბელო ქსელის დაგეგმვა იწყება სწორი არქიტექტურის, ფიზიკური ან ვირტუალური კონტროლერების და ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული პროექტირების არჩევით.

უკაბელო ქსელის ფიზიკური კომპონენტები

ფიზიკური კონტროლერები წარმოადგენენ ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა Access Point, კომუტატორები, ქსელური მოწყობილობები და სხვადასხვა დანიშნულების ქსელური კონტროლერები. უკაბელო ქსელში, Access Point-ის გამოყენება უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობებთან უკაბელო კავშირის არხის დამყარებას. Access Point-ის მართვისთვის და სხვადასხვა პარამეტრების კონფიგურაციისთვის გამოიყენება ქსელური კონტროლერები, რომლებიც წარმოადგენენ AP-ის მართვის ცენტრალურ მოწყობილობებს.

Wireless_Network_Architecture_Design

ასევე, უკაბელო ქსელებში გამოიყენება ისეთი ფიზიკური მოწყობილობები როგორიცაა კომუტატორები. მათი ამოცანაა, მაგისტრალური არხის შექმნა, დაშორებული AP-ის ან/და სხვა მოწყობილობების დასაკავშირებლად. ასევე, მათი გამოყენება უზრუნველყოფს ქსელური უსაფრთხოების და მაღალი გამტარუანარიანობის მიღწევას, სწორი და ოპტიმალური პარამეტრების არჩევის შემთხვევაში.

უკაბელო ქსელის ვირტუალური კომპონენტები

უკაბელო ქსელის ვირტუალური კომპონენტები წარმოადგენენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც განთავსებულია ვირტუალურ მანქანებზე ან დაშორებულ (ღრუბლოვან) პლათფორმებზე. მათი დანიშნულებაა, უკაბელო ქსელში, AP-ის ცენტრალიზებული მართვა და შემსრულებელი მექანიზმების კონტროლი. აპარატურულ კონტროლერებთან შედარებით, მათი გამოყენება გვაძლევს ქსელის მოხერხებლი მართვის და გაფართოების შესაძლებლობას. ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია ერთ ფიზიკურ სერვერზე, რამდენიმე ვირტუალური კონტროლერის დაყენება. ამასთანავე, მარტივად ხორციელდება ქსელში ინფორმაციის რეზერვირება და დაცულობა. უკაბელო ქსელების არქიტექტურის დაგეგმვისას, აუცილებელია, ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინება. ამოტომაც, ვირტუალური კონტროლერები წარმოადგენენ რესურსების მართვის კარგ საშუალებას.

ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული პროექტირება

უკაბელო ქსელების პროექტირების დროს, აუცილებლად უნდა ავირჩიოთ სწორი არქიტექტურული მოდელი. ეს შეიძლება იყოს ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული ქსელური მოდელი. უკაბელო ქსელის ცენტრალიზებული არქიტექტურა წარმოადგენს ისეთ მოდელს, რომელშიც წვდომის წერტილების (AP) მართვა ხორციელდება ცენტრალიზებულად, ამისათვის განკუთვნილი კონტროლერის დახმარებით. ასეთი მოდელის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ობიექტებისთვის, სადაც წარმოდგენილია მცირე ქსელის ტოპოლოგია და არ არის განთავსებული ბევრი AP-ი.

ცენტრალიზებული არქიტექტურის გამოყენება უზრუნველყოფს მართვის ერთიან გარემოს, რომელიც აადვილებს ქსელის კონფიგურაციას და მის მართვას. თუმცა, ასეთი მოდელის გამოყენება შეიძლება უარყოფითად აისახოს დიდი ზომის ქსელებზე, სადაც საჭიროა მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა და სადაც ქსელური ტრაფიკის კონტროლი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას. ამიტომაც, ასეთი ქსელებისთვის გამოიყენება დეცენტრალიზებული არქიტექტურის მოდელი. ამ მოდელში, ქსელის შიგნით განთავსებულია რამდენიმე კონტროლერი ისე, რომ ერთ კონტროლერს ევალება რამდენიმე გაერთიანებული ჯგუფის AP-ის მართვა.

ასეთი დაყოფა გამოწვეულია იმით, რომ დიდი ზომის ქსელებში, მრავალი AP-ის არსებობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მათი მართვა დაევალოს მხოლოდ ერთ კონტროლერს. დეცენტრალიზებული ქსელური არქიტექტურის გამოყენება აადვილებს ქსელის შემდგომ გაფართოებას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს.

Traffic flows

Traffic Flows ტექნოლოგია აღწერს იმას, თუ რა მონაცემები გადაიცემა უკაბელო ქსელში. ქსელის გამტარუნარიანობის გასაზრდელად და სუსტი წერტილების აღმოსაფხვრელად, უკაბელო ქსელში სწორად უნდა იყოს კონფიგურირებული Traffic Flows-ი. იმის გათვალისწინებით, რომ უკაბელო ქსელში ტრაფიკი გადის AP-ს, კონტროლერებსა და კომუტატორებს შორის, უნდა მოხდეს Traffic Flows-ს ოპტიმიზაცია და ქსელზე მორგება. ეს გაზრის ქსელის საერთო წარმადობას.

Bandwidth consumption

Bandwidth consumption-ი დაგვეხმარება იმის ცოდნაში, თუ რა მოცულობის მონაცემის გადაცემა მოხდა უკაბელო ქსელის საშუალებით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მივიღებთ ინფორმაციას, არის თუ არა გადაცემის არხი საკმარისი, ქსელში არსებული ყველა მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის.

QoS

უსადენო ქსელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს QoS. ის არის ქსელის წარმადობის მაჩვენებელს. QoS ტექნოლოგიების ერთობლიობაა, რომელიც მუშაობს ქსელებში და გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მაღალი პრიორიტეტის მქონე სერვისები იმუშავებენ, შეზღუდილი კავშირის არხის გამტარუნარიანობის პირობებშიც. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია QoS-ის დანერგვა და კონტროლი უკაბელო ქსელებში, რათა თავიდან ავირიდოთ დაბალი გამტარუნარიანობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობის შეფერხება.

ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უკაბელო ქსელების სწორი არქიტექტურის განსაზღვრა და სხვადასხვა სახის სერვისების დანერგვა, უკაბელო ქსელის მაღალი სიჩქარის და წარმადობის უზრუნველსაყოფად.

About the Author

I have experience in developing and creating control and automation systems, security systems, internal corporate systems, creating and managing databases, designing IoT and creating programs for managing and monitoring processes.

Post a Comment

Cookie Consent
We serve cookies on this site to analyze traffic, remember your preferences, and optimize your experience.
Oops!
It seems there is something wrong with your internet connection. Please connect to the internet and start browsing again.
AdBlock Detected!
We have detected that you are using adblocking plugin in your browser.
The revenue we earn by the advertisements is used to manage this website, we request you to whitelist our website in your adblocking plugin.
Site is Blocked
Sorry! This site is not available in your country.